„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
.ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე Porsche 911 Dakar-ის პრემიერა შედგა
. ჯამში მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი შეიქმნება
პორშეს ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე განსაკუთრებული მსოფლიო პრემიერა აქვს: სპორტული ავტომობილების გერმანულმა მწარმოებელმა ახალი Porsche 911 Dakar წარადგინა, რომელიც ცუდ გზებზეც ისევე კარგად გრძნობს თავს, როგორც ასფალტზე. ეს გახლავთ 911-ის ექსკლუზიური ვერსია, რომლის მხოლოდ 2 500 ეგზემპლარი იქმნება და რომელიც ამტკიცებს, რომ Porsche 911-ის კონცეფციისთვის საზღვრები და ჩარჩოები არ არსებობს.
911 Dakar-ის მისია ისიცაა, რომ შეგვახსენოს პორშეს ტრიუმფი 1984 წლის რალი პარიზ-დაკარიზე - წარმატება, რომელთანაც ასოცირდება სრული ამძრავის დებიუტი Porsche 911-ში. შესაბამისად, ახალი 911 Dakar სპეციალურად რალის დიზაინ-პაკეტით გამოვიდა და 1984 წლის იკონურ ტრიუმფატორ ავტომობილს გაგახსენებთ.
პირველი, რაც Porsche 911 Dakar-ის შეთვალიერებისას თვალში მოგხვდებათ, მისი კლირენსია, რომელიც, Dakar-ვერსიის შემთხვევაში,50 მილიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე,მაგალითად, სპორტული სავალი ნაწილის მქონე 911 Carrera-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია კლირენსის კიდევ 30 მილიმეტრით აწევა. შედეგად ვიღებთ კლასიკური SUV-ისთვის დამახასიათებელ კლირენსსა და რამპაზე გადასვლის კუთხეს. აღნიშნული კლირენსით შესაძლებელია მაქსიმუმ 170 კმ/სთ-ის განვითარება. თუკი ავტომობილი ამ სისწრაფეს გადააჭარბებს, კლირენსი ავტომატურად უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას.
სპორტული ოფროუდ პერფორმანსისთვისაა განკუთვნილი სპეციალურად ამ მოდელისთვის დაპროექტებული საბურავები Pirelli Scorpion All Terrain Plus - წინ 245/45 ZR 19 ზომით, ხოლო უკან 295/40 ZR 20 ზომით. ამ საბურავებით 911 Dakar მზადაა ნებისმიერი სახის გამოწვევისთვის რალისა და ოფროუდზე. სერიულად კი ავტომობილი აღჭურვილია All-Terrain-საბურავებით, რომლებიც ასფალტზეც სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელ დინამიკას გვთავაზობენ.
სოლიდური ამძრაობა ნებისმიერ ზედაპირზე
Porsche 911 Dakar აღჭურვილია 3 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი Biturbo-ძრავით, რომელსაც 480 ცხენის ძალა და 570-ნიუტონ მეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს. ეს აგრეგატი შესანიშნავი პერფორმანსის გარანტიაა და ბოქსერისთვის დამახასიათებელი ემოციური ჟღერადობითაც გამოირჩევა. აღნიშნული ძრავა 911 Dakar-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ამდე 3,4 წამში აჩქარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი, All-Terrain-საბურავების გამო, 240 კმ/სთ-ია.
ხსენებული ძრავა, სტანდარტულად, 8-საფეხურიან PDK-სთან და პორშეს სრული ამძრაობის სისტემასთან თანამშრომლობს. სერიულ კომპლექტაციაში შედის ასევე უკანა თვლების მოხვევა, 911 GT3-ის ძრავის საყრდენი ბალიში და რხევების სტაბილიზაციის სისტემა PDCC. ხსენებული კომპონენტების ერთობლიობა 911 Dakar-ს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთნაირად დინამიკურად დადიოდეს როგორც ქვიშასა და ხრეშზე, ისე სარბოლო ტრეკზეც, ისეთზე, როგორიცაა ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფე“.
უგზოობაზე მაქსიმალურ შესაძლებლობებს ემსახურება სვლის ორი ახალი რეჟიმიც, რომელთა გააქტიურებაც საჭეზე განთავსებული ჩამრთველითაა შესაძლებელი. რეჟიმი „რალი“ განკუთვნილია განსაკუთრებით არათანაბარი და უსწორმასწორო, რალის სტილის უგზოობისთვის, როცა სრული ამძრავი უფრო მეტად უკანა ღერძზეა ორიენტირებული. მეორე კი ოფროუდ რეჟიმი გახლავთ, რომელიც ავტომატურად აქტიურდება და რთულ უგზოობაზე და ქვიშაში მაქსიმალურ მოჭიდებას ემსახურება. ორივე რეჟიმში შესაძლებელია „რალის ლანჩ კონტროლის“ გააქტიურება - ეს სისტემა შთამბეჭდავ აჩქარებას ემსახურება.
აღსანიშნავია კარბონის უკანა სპოილერი და 911 GT3-იდან გადმოტანილი კარბონის კაპოტი. ამასთანავე, ავტომობილს სერიულად მოჰყვება ოფროუდ ვიზუალისთვის დამახასიათებელი დეტალები. საინტერესოა, რომ 911 Dakar 1 605 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ PDK-თი აღჭურვილ 911 Carrera 4 GTS-ზე მხოლოდ დამხოლოდ 10 კილოგრამით მძიმეა.
ინტერიერის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია სერიული Racetex-კომპლექტაცია სპეციალური, Shadegreen ფერში გადაწყვეტილი ნაკერებით. Rallye Sport პაკეტში ოფციურად შედის დამცავი მილოვანი ძელი, 6-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები და ცეცხლმაქრი. 911 Dakar-ის მფლობელებს შეუძლიათ, ექსკლუზიურად შეუკვეთონ ასევე Porsche Design Chronograph 1 ‒ 911 Dakar ან Chronograph 1 ‒ 911 Dakar Rallye Design Edition. მისი კორპუსი პირველად დამზადდა განსაკუთრებით გამძლე და მსუბუქი რკინის კარბიდისგან.
ახალი Porsche 911 Dakar-ის შეკვეთა უკვე „პორშე ცენტრი თბილისშიც“ არის შესაძლებელი.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები