„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
საბას მე-19 დაჯილდოება, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ გაიმართა.
გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოვლინდა:
· საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ნანა აბულაძე „აკუმი“; ირინა ტაბაღუა „ტელეფას ცხვარი“;
· საუკეთესო პიესა - პაატა ციკოლიას „მედეა s01e06”;
· საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნინო დიანოსაშვილის „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“; ნანა ტრაპაიძის „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“;
· საუკეთესო თარგმანი - გიორგი ლობჟანიძის თარგმანი „ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი პირველი)”; ანა კოპალიანის თარმანი ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”;
· საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით“;
· საუკეთესო პროზაული კრებული - გიორგი სოსიაშვილის „ოთხი მოთხრობა“;
· საუკეთესო პოეტური კრებული - ნუგზარ ზაზანაშვილის „წავა წავა წავა წავა“;
· საუკეთესო რომანი - თამთა მელაშვილის „შაშვი შაშვი მაყვალი“;
· საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“; ბიძინა მაყაშვილის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“;
· ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი.
ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ წელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები.
წელს კონკურსზე განსაკუთრებული სიახლე იყო - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. გამარჯვებულებს ჯილდო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გადასცეს.
გამარჯვებული წიგნების ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.
წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები