თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალები...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
|
თიბისიმ და გერმანიის განვითარების ფინანსურმა ინსტიტუტმა („DEG“) 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. მოზიდული, შვიდწლიანი რესურსი საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესების („SME“s), ქალი მეწარმეებისა და მწვანე პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.
„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DEG-თან მრავალწლიან თანამშრომლობას, რომელიც ორ ათწლეულზე მეტს ითვლის. ჩვენი პარტნიორობის განმავლობაში, DEG-ი თიბისი ბანკს უზრუნველყოფდა დივერსიფიცირებული ფინანსური რესურსებით, რომელიც ძირითადად მიმართული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად საქართველოში. ახალი ტრანზაქცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმასა, რომ ორივე ინსტიტუტი მტკიცედ უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად ეკონომიკურ ზრდას, მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ქვეყანაში მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობას, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნისთვის გრძელვადიანი სარგებლის მოტანის წინაპირობაა. მინდა მადლობა გადავუხადო DEG-ს წარმატებული პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ერთად,“- აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი მეგრელიშვილი.
„DEG ძალიან მოხარულია, რომ აგრძელებს პარტნიორობას TBC-თან. ტრანზაქცია აჩვენებს DEG-ის მხარდაჭერას, ხელი შეუწყოს, მწვანე დაფინანსებასა და ქალთა უფრო მეტ ჩართულობას ბიზნესში. TBC ბანკს და DEG-ს 20 წელზე მეტი ხნის წარმატებულ თანამშრომლობა აკავშირებს და ეხლა ერთობლივი მოგზაურობის კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი გველის წინ,”- აცხადებს DEG-ის მმართველი საბჭოს წევრი მონიკა ბეკი.
DEG ის შესახებ:
DEG, 60 წლის მანძილზე აფინანსებს და კონსულტაციებს უწევს კერძო საწარმოებს, რომლებიც ოპერირებენ განვითარებად და განვითარებადი ბაზრების ქვეყნებში. დაახლოებით 9,2 მილიარდი ევროს პორტფელით, DEG კერძო სექტორის განვითარების, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია. როგორც ზემოქმედებისა და კლიმატის ინვესტორი, ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, რომლებიც გადიან ტრანსფორმაციას და მიზნად ისახავენ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები. ჩვენი მომხმარებლები არა მხოლოდ მათ საჭიროებებზე მორგებულ დაფინანსებას და საკონსულტაციო გადაწყვეტილებებს იღებენ, არამედ, მათ შეუძლიათ დაეყრდნონ ბაზრის შესახებ ჩვენს ცონდას, ზემოქმედებასა და კლიმატთან დაკავშირებულ გამოცდილებას და ჩვენს საერთაშორისო კავშირებს. ამ გზით, ჩვენ ერთად ვქმნით, მეტ კვალიფიციურ სამუშაო ადგილს, ადგილობრივ შემოსავალსა და დამატებით ღირებულებას, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა ● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შ...
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის - თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს. ახალგაზრდების ცოდნ...
თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდ...
Med Award - ყოველწლიური სამედიცინო დაჯილდოება, 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართება. გამარჯვებულებს გადაეცემათ Med Award-ს ჯილდოები, სიგელები და სხვა სპეცი...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები