1 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ლარზე ზეწოლის შემდეგ, რაც ძირითადად არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინებითა და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებით

  იყო გამოწვეული, ბაზარზე აღნიშნული კონვერტაციების შებრუნების ნიშნები გამოჩნდა. საკუთრივ, როგორც სებ-ის ფულადი აგრეგატების ყოველდღიური  მონაცემების შეფასება მიუთითებს, ლარის დეპოზიტების ზრდა წინა, თვესთან შედარებით,

 გაძლიერდა. ვალუტის დეპოზიტები კი, მნიშვნელოვნად შემცირდა. ლარისა და ვალუტის დეპოზიტებს შორის რეკორდულად

 მაღალმა საპროცენტო დიფერენციალმა,  არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტის შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ლარში

 ინვესტირება უნდა გააძლიეროს.

 

 

სამომავლოდ, ლარისადმი გაზრდილი ინტერესი არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების

 მოცულობის ზრდაშიც უნდა აისახოს, თუმცა, ისტორიულად, ეს უფრო მეტად აშშ დოლარის განაკვეთებზეა დამოკიდებული. 

 

რაც შეეხება თავად აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს, გასული კვირა ლარისთვის პოზიტიური არ იყო. კერძოდ, აშშ-ში ინფლაციამ 1990 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია - ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თ/თ 0.9%-ით (მოსალოდნელი 0.6%-ის ნაცვლად), წლიურად კი 6.2%-ით (მოსალოდნელი 5.9%-ის ნაცვლად) გაიზარდა. ამ მხრივ, გასული თვე გამონაკლისი არ იყო და წინა 7 თვიდან 5-ის შემთხვევაში ფასების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი მოსალოდნელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც არსებული ინფლაციის

 გარდამავალ ბუნებასა და ბოლო რამდენიმე FOMC შეხვედრაზე გაცხადებულ ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო რბილ

 პოლიტიკას  ეჭვქვეშ აყენებს.  შესაბამისად, ბაზრის მონაწილეების უმეტესობა 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდას 

ვარაუდობს. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად, დოლარი ევროსთან მიმართებით ერთ დღეში

 7%-ზე მეტით გამყარდა.

 

სამომავლოდ, მოკლევადიან პერიოდში, დოლარის გაძლიერების ალბათობა როგორც ჩანს უფრო მაღალია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან 

პერსპექტივაში თიბისი კაპიტალი ფსონს მაინც შედარებით ძლიერ ევროზე დებს. რაც შეეხება ლარს, თიბისი კაპიტალის მოლოდინი ძირითადად უცვლელია - სავარაუდოდ, ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, მაგრამ ამავდროულად გლობალურად

 აშშ დოლარის გამყარებაც გასათვალისწინებელია.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 15 ნოემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...