თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ნორმალიზებასთან ერთად, მცირედით
იკლო იმპორტის ფასების ზრდამ, ექსპორტის ფასების მატება უცვლელი დარჩა,
სამშენებლო მასალების ინფლაცია კი კვლავ შემცირდა. აღნიშნული ფასების
რეკორდულად მაღალი ზრდის დინამიკის ცვლილებაზე მიუთითებს, თუმცა
საპირისპიროდ, სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის გაძვირების ტემპმა
მოიმატა. არადა, ეს მაჩვენებელი ხშირად სამომხმარებლო ფასების ცვლილების
წინმსწრები ინდიკატორია. მთლიანობაში, ინფლაციის შესახებ თიბისი კაპიტალის წინა პროგნოზის მატერიალურად გადასახედად, მხოლოდ ეს
არგუმენტი მაინც საკმარისი არ უნდა იყოს.
სექტემბრის საბანკო დაკრედიტება კვლავ ძლიერი იყო. განსაკუთრებით
აღსანიშნავია კორპორატიულ სეგმენტში აქტივობის მატება, რაც ეკონომიკის
მაღალი ზრდის გამო, ძირითადად მარაგების შევსებით იყო განპირობებული.
მოთხოვნა ასევე ძლიერი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით.
საცალო სესხების მხრივ, სამომხმარებლო სესხების ზრდის ნორმალიზების
მოლოდინები ჯერჯერობით ნაადრევი აღმოჩნდა და სექტემბერი კვლავ მაღალი
მაჩვენებლებით გამოირჩეოდა. იპოთეკური დაკრედიტება კი მოლოდინებთან
შესაბამისი იყო, სადაც წლიურმა მატებამ მცირედით იკლო, თუმცა მხოლოდ
წინა წლის სექტემბრის მაღალი საბაზო ეფექტის გამო. სესხების სავალუტო
კომპოზიციის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ლარის წილმა წინა თვეებთან
შედარებით მცირედით მოიმატა.
წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური
მაჩვენებლები, სადაც პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ცვლილებები არ
შეინიშნებოდა. ამასთან, ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა
მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო.
ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა,
რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი
სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი.
ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული
განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაში,
ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს წინა შეფასებას, რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას
ლარის გაუფასურება მოჰყვეს. სამომავლო პროგნოზისათვის, თიბისი კაპიტალი
დამატებით ორ ილუსტრაციას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ
მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო
პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე
უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში
დაახლოებით ცხრა თვიანი ჩამორჩენით
იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია.
ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს
უწევს და არა ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი
მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში
ექსპორტსა და გაცვლით კურსს შორის, რაიმე კორელაცია არ იკვეთება.
თიბისის მთავარი ეკონომისტის 25 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:
https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_25-10-2021_GEO..pdf
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები