1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის API სერვისების გამოყენება B2B პროგრამებშია შესაძლებელი

18  მარტი, 2021- საქართველოს ბანკი ბიზნეს ინტერტნებანკის მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებულ და  კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს. 

ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად და B2B პროგრამაში საჭირო საბანკო სერვისების გამოყენების მიზნით, ბანკი მომხმარებელს API (Application Programming Interface) სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული სერვისების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აიცილოს რუტინული ოპერაციები და პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე მას ბევრად ნაკლები დრო მოახმაროს. ბიზნეს ინტერნეტბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენება უკვე ბიზნესის სამუშაო პლატფორმაშია შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ბიზნესინტერნეტბანკში შესვლის გარეშე საფინანსო / საბუღალტრო / საწარმოს მართვის პროგრამაში საბანკო ოპერაციების მარტივად  შესრულების შესაძლებლობას მისცემს.  API-სერვისების გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამუშაო პროგრამაშივე შეძლებს შემდეგი საბანკო ოპერაციების შესრულებას: ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტების შექმნა/გაუქმება (როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში); უკვე შექმნილი დოკუმენტების სტატუსებისა და მიმდინარე დღის აქტივობების შემოწმება. ჩაშენებული ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამონაწერის გენერაცია (ამონაწერზე ზოგადი ინფორმაცია, პირველი 1000 ჩანაწერი, გლობალური და ყოველდღიური ნაშთები, ჩანაწერები მითითებულ გვერდზე) და მიმდინარე ნაშთების საკუთარ სამუშაო პლატფორმაში დანახვა. API სერვისების მეშვეობით ასევე მოხდება საბალანსო უწყისის და ვალუტის კურსების (ეროვნული ბანკის კურსი, კურსების ისტორია, ბანკის კომერციული კურსი) მომხმარებლის პირად სამუშაო პლატფორმაში განთავსება.      

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მომხმარებლისთვის წარვადგინეთ API სერვისი, რომლის დახმარებითაც საბანკო ოპერაციების შესრულება ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პროგრამაშია შესაძლებელი. API-ის ინტეგრაციით ამიერიდან კომპანიებს აღარ მოუწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი  საგრძნობლად შეამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, განახლებული სერვისების უზრუნველყოფას და ამ კუთხით ბიზნესს კიდევ არაერთ  სიახლეს შესთავაზებს“,- განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების  ხელმძღვანელმა. 

ინფორმაციისთვის, საბანკო სერვისების გააქტიურება უფასოა და შესაძლებელია bonline.ge-დან,  პროგრამებში: ბალანსი, SAP Business One, 1C, ორისი, ფინა, ინფო ბუღალტერი, ინფო საწარმო, FMG მარკეტი, FMG დისტრიბუცია, აპექს ბუღალტერია, Dariex-ის ERP პროგრამა და SuperFin.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...