1 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის სათაო ოფისის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა

თიბისის სათაო ოფისის - „თბილისის ბიზნეს ცენტრი“-ს მშენებლობის პირველი ფაზა დაგეგმილ ვადებში წარმატებით დასრულდა. „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ ლისის ტბასთან მშენებარე კომპლექსია, რომელიც, აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს, ენერგო-ეფექტურ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ეკოლოგიურ გარემოს.

„თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის. კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა.   ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის.  შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებულ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები და ა.შ. 

თბილისის ბიზნეს ცენტრი“ იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ სამუშაო გარემოს ქმნის, როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. თიბისის მისიაა გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, სწორედ ამ მისიის განხორციელებას ემსახურება „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობა.  ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, თანამშრომლებისათვის შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას, მეორე მხრივ, მომხმარებლებისთვისაც შევქმნათ თანამედროვე, ინოვაციური სივრცე, სადაც მათ მაქსიმალურ კომფორტს შევუქმით,“ - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.

შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შექმნა ჰოლანდიურმა არქიტექტორულმა სტუდიომ „UNStudio“ - მ.

მშენებლობის პირველი ფაზის დასრულების შედეგად თბილისს ქართულ სამშენებლო ბაზარზე არსებული ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთულად რეალიზებადი და გამორჩეული კონსტრუქციის შენობა შეემატა.  ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტები, სპეციფიკური გეომეტრიული ფორმის არქიტექტურული ელემენტები, ჯამურად 70 000 მ2 სამშენებლო მოცულობა „დომუს ქონსთრაქშენმა“ შეასრულა,  რომელიც დეველოპერული კომპანია „დომუსის“ შვილობილია. მშენებლობის მეორე ფაზაზე დაგეგმილია ფასადის სამუშაოები, რომელსაც შეასრულებს „დომუს ალუმინიუმი“ კომპანია „არქთრეიდ“-თან კოლაბორაციით.

პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2,100 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...