0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია

საერთაშორისო კონკურს „Decanter World Wine Awards 2020“ -ზე მოპოვებული პლატინის, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და უმაღლესი ჯილდო “Best in Show” 

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

დეკანტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინოს გადაეცემა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. 2020 წელს კონკურსში  16 518 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 116 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. 

„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა და „Best in Show” ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია რომ თელიანი ველი ერთადერთი ქართული მეღვინეობაა და პირველია ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის. ზედიზედ  უკვე ორი წელია რაც ეს ჯილდო მხოლოდ „თელიანი ველის“ ღვინოს გადაეცემა. გასულ წელს Best in show-ს მფლობელი „გლეხური ქისი ქვევრი 2017“ გახდა. 

 

თელიანი ველის ღვინოებს საერთაშორისო კონკურს „Decanter 2020“  “Best in show”, 2 პლატინის , 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:

გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 – Best in Show

გლეხური ქისი ქვევრი 2018 - პლატინა

გლეხური კისისხევი საფერავი 2018 - ვერცხლი

WINERY 97 გაუფილტრავი საფერავი 2019 - პლატინა

WINERY 97 საფერავი 2019 - ბრინჯაო

თელიანი ველი მუკუზანი 2019 - ვერცხლი

თელიანი ველი წინანდალი 2019 - ბრინჯაო

მთავრული საფერავი 2019 - ბრინჯაო

მთავრული ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო 

„Decanter World Wine Awards“  მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ. 

 

DWWA 2020 შედეგები სრულად: https://bit.ly/3hRKiTD

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...