თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
|
17 სექტემბერი, 2020 – Impact Hub Tbilisi საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. ინიციატივა ხორციელდება საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.
Impact Hub Tbilisi უკვე მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც ამ დარგში სტუდენტების განათლებაზე ორიენტირებულია და ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.
პროგრამის ფარგლებში წელს 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ათი საუკეთესო პროექტი შეარჩია. ათივე ფინალისტი გუნდი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გუნდებმა 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავეს თავიანთ იდეებზე და მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს. ათივე ფინალისტი გუნდის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთ რჩეულ გუნდს შეარჩევს, ხოლო დანარჩენ ორ გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. ხმის მიცემა 17 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
2020 წლის ფინალისტი პროექტებია:· ბაბახი - ქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც არ ახდენს გარემოზე მავნე ზეგავლენას.
· თაფლი ლეჩხუმიდან - პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
· სოციალური კაფე „ქეთოსთან“ - მულტიფუნქციური კაფე-გალერეა მიზნად ისახავს შშმ პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაძლიერებას. კაფეში დასაქმდებიან შშმ პირები, კაფის პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი ფერმერი ქალები და შშმ პირების მფლობელობაში არსებული მეურნეობები.
· ცოდნის ქარხანა - პროექტის იდეაა, სადღვები კარაქის წარმოება სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას.
· Dinn.ge - პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის, შეღავათიან ფასად.
· Green Space - უბრანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
· Qandle - ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video-ს მეშვეობით.
· Village 200 - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას.
· UnLimited - მობილური აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
· World United Care - საერთაშორისო საქველმოქმედო პლატფორმა/ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია.
ფნალისტებისთვის ხმის მისაცემად ეწვიეთ ბმულს: https://georgia.socialimpactaward.net
პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე.
წელს, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერიები გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები