0 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე” – Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო

Volvo-მ ახალი გლობალური კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანია, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. კამპანიის ფარგლებში ვოლვომ XC90-თან დაკავშირებული ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა, რომელიც ხაზს  XC90-ის უსაფრთხოების სისტემას უსვამს. ზოგჯერ საუკეთესო მშობელსაც შეიძლება გაეფანტოს ყურადღება, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად XC90 აღჭურვილია სპეციალური გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემით. 

ვიდეო ასახავს წყვილის ცხოვრებას, რომელთაც უჭირთ ორი აქტიური პატარა ბავშვის აღზრდასა და ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავება. ჩვენ ვხედავთ მათ მაღაზიაში საყიდლებზე, სახლში თუ როგორ ფუთავენ ბასრ კუთხეებს, კეტავენ კიბეებს და დასდევენ შვილებს. ვიდეო რგოლის ბოლოს კი პარკინგიდან გასვლისას, ვოლვოს გადამკვეთი მოძრაობის განგაშის სისტემა მათ ავტოსაგზაო შემთხვევას აარიდებს, რა დროსაც ვხედავთ მესიჯს - “ავტომობილი, რომელიც ზრუნავს შენზე ისე, როგორც შენ ზრუნავ სხვებზე”. 

“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად საუკეთესო ავტომობილია ოჯახებისთვის XC90. ჩვენ ვიცით, რამდენად რთული და გამოწვევებით სავსეა იყო მშობელი. ვოლვოს ავტომობილი კი იმისთვის არის, რომ მათ გვერდში დაუდგეს. უსაფრთხოების ელემენტები ჩვენს ავტომობილებში დაგიცვათ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს,”- აცხადებს ლუიზ ალსტრომი, ვოლვო ქარსის ბრენდის პროექტ მენეჯერი. 

ვიდეორგოლში მამის როლს ცნობილი შვედი მსახიობი ფარეს ფარესი ასრულებს. იგი ცნობილია როლებით სერიალებიდან: ჩერნობილი, ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) და ვარსკვლავური ომები (Star Wars).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...