0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა 500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საკუთარი ტოპ 5-ეული დაასახელა

10  სექტემბერი, 2020 – საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აქტიურად განარძობს. სწორედ 500 Georgia-ს პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკს უკვე ჰყავს პროგრამაში ჩართული სტარტაპების საკუთარი ტოპ 5-ეული. ესენი არიან:  Nextsale, Cargon, Cardeal, Phubber, და Stack. 

500 Georgia რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერატორში ჩართულ სტარტაპებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი იდეების დახვეწაზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე  წარმატებულ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად იმუშაონ. პროექტი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ისახავს მიზნად. 

ზემოთ აღნიშნული ტოპ 5-ეული აქსელერაციის მეორე რაუნდში მონაწილეობას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. საბოლოოდ, აქსელერაციის ორივე ნაკადიდან შერჩეული ტოპ 10 -დან  2  რჩეული სტარტაპი ინვესტორებს საკუთარ პროექტს უკვე  სილიკონ ველიზე წარუდგენს. 

 „საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი,  აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას და ამჯერად 1 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით, მსოფლიოში წამყვან აქსელერაციის პროგრამას უწევს პარტნიოტობას. გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში 500 Startups-ის მასშტაბის მქონე პროექტები ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზანი პროგრამაში ჩართული კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. ეს უნიკალური შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური ეკოსისტემის განვითარებას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს.“,- განაცხადა ანდრო რატიანმა,  საქართველოს ბანკის ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა. 

500 Georgia-ში ჩართული სტარტაპებიდან საქართველოს ბანკის  მიერ შერჩეული ტოპ 5-ეულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ბმულს: https://www.facebook.com/watch/?v=656226335276815&extid=fZMOraahcgYYvHcg 

ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...