0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ ენდ თაგარტმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის 10 მილიონი აშშ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები კვლავ წარმატებით განათავსა

3 სექტემბერი, 2020- სს “გალტ & თაგარტმა“ 2020 წლის 31 აგვისტოს კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების, წარმატებით განთავსება. ეს “საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეხუთე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე და ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, ამ ემისიის წარმატებით დასრულება ძალიან პოზიტიური ნიშანია, როგორც კომპანიისთვის,  ასევე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის. 

“საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეხუთედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს; აღნიშნული ფასიანი ქაღალდები დაშვებული იქნება ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 31 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც “გალტ & თაგარტია“. 

“მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა მოვლენებია დღეს მსოფლიოში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და “გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა. 

“მოხარული ვარ ავღნიშნო “გალტ & თაგარტის“ როლი “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ტრანზაქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, რის შედეგადაც  მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც “საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი, მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო “გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი, წამყვანი კომპანია ქვეყანაში. - განაცხადა “გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...