0 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ირაო“ თქვენი ქონების დაცვის გარანტორია!

ქონების დაზღვევის შესაძენად ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მომავლის გაურკვევლობაა. თქვენ  არ შეგიძლიათ იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში ან თუნდაც შემდეგ წუთს. შესაბამისად, ცხოვრებისეული გაურკვევლობის წინააღმდეგ სრული დაფარვის მისაღებად, აუცილებელია, რომ შეიძინოთ ქონების დაზღვევის პოლისი.

ქონების დაზღვევა  იმავე მიზეზითაა აუცილებელი, რა მიზეზითაც აზღვევთ თქვენს ჯანმრთელობას, მანქანას და ნებისმიერ სხვა ძვირადღირებულ ნივთს, რათა თავი იგრძოთ მშვიდად და დაცულად. 

ნებისმიერი ქონების დანაკარგმა ან დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ემოციური, ისე ფინანსური შედეგები. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ქონების დაზღვევის სათანადო პოლისი გაქვთ, ესე იგი სანერვიულოც აღარაფერი გაქვთ.

თქვენი საიმედო პარტნიორი ირაო თქვენთვის, სათანადოდ შერჩეული ქონების დაზღვევის პოლისის პირობებით, მოგემსახურებათ ისე, თითქოს არანაირი შემთხვევა არ მომხდარა.

როდესაც თქვენს კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონება დაცულია “ირაოს” ქონების დაზღვევით, თქვენ იცით, რომ იღებთ საუკეთესო პირობებსა და მომსახურებას ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა მიწისძვრა, ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ხომალდის ან/და მისი ნაწილების ვარდნა, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მაგალითად ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა. შემთხვევების ჩამონათვალი ასევე მოიცავს შტორმს, ქარიშხალს, სეტყვას, მეწყერს, ქვის ცვენას, თოვლის სიმძიმეს, ფიქსირებული მინების დაზიანებას, სატრანსპორტო საშუალების შეჯახებას, წყალდიდობასა და წყლით დაზიანებას.

 ირაომუდამ ზრუნავს თქვენი საქმიანობის განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, გთავაზობთ პოლისს, რომელიც იცავს თქვენი ბიზნესის საკუთრებაში არსებულ ბინებს, საცხოვრებელ სახლებს, აგარაკებს, ავეჯს, ტექნიკას, სასაქონლო მარაგებს, მანქანა–დანადგარებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებსა და მრავალ სხვას. 

თუკი თქვენი საქმიანობა შეჩერდება დაზღვეული ქონების განადგურების ან/და დაზიანების გამო, სადაზღვევო პოლისის მიხედვით, თქვენ ასევე აგინაზღაურდებათ საქმიანობის შეჩერების შედეგად მოყენებული ფინანსური ზარალიც. 

ირაო აზღვევს იმ ქონებას, რომელიც აუცილებელია თქვენი საქმის წარმატებით წარმოებისთვის. მათ შორის,  საცხოვრებელ ფართს მრავალბინიან შენობებში, მათ შორის, ბინა, ოთახი და სხვა. ასევე, მის განუყოფელ კონსტრუქციულ ელემენტებსაც, შიდა მოპირკეთებისა და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით; ცალკე საცხოვრებელი სახლისა და ნაგებობის შიდა მოპირკეთებას, მათ შორის, აივანი, ლოჯია, საინჟინრო მოწყობილობები და მასთან ერთად ჩაშენებულ ავეჯსაც კი; ნაგებობისა და საცხოვრებელი სახლის საინჟინრო მოწყობილობებს, როგორიცაა სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, გაზის და ელექტრო ქურები, ელექტრონული მრიცხველები, ელექტროგაყვანილობა, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები; ასევე, საოჯახო ქონებას, რომელიც შეიცავს საკუთარ მეურნეობაში გამოყენებულ საგნებს, მათ შორის,  საოჯახო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებს - ავეჯს, ტექნიკას და ა.შ.

ისარგებლეთ ირაოს ქონების დაზღვევით და იგრძენით თავი დაცულად მომავალშიც!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...