ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-სგან თიბისიმ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ UX (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში.
„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ამ ჯილდოების მიღება. ჩვენი ციფრული კორპორაციული ბანკი საუკეთესოდ აღიარეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას მსოფლიოში. განსაკუთრებით გვიხარია ეს წარმატება, რადგან ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ეს ჯილდოები ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.
„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფად წინსვლის პირობებში, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ფინანსურ ინსტიტუტებს კი დიჯიტალიზაციის გზაზე მოწინავე პოზიები უკავიათ,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.
ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. თიბისისთვის გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც თიბისის გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.
Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 36 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოვებს ფინანსურ ინსტიტუტებს.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები