0 4 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შესაძლებლობა ცოდნის მაძიებლებისათვის - „თეგეტა აკადემიაში“ 50-ამდე ახალგაზრდამ ავტომობილის აგებულების კურსზე სწავლა დაიწყო

„თეგეტა ჰოლდინგმა“, შვილობილ კომპანია „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, სამსახურის მაძიებლებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და დასაქმება განსხვავებული, კიდევ უფრო მოქნილი ფორმატით შესთავაზა. წელს პროგრამისთვის „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ რეკორდული რაოდენობის - 50 კანდიდატი შეირჩა.  ავტომობილის აგებულების კურსი როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე, პარალელურად, სამი ახალი ჯგუფისთვის დაიწყო.

ავტოინდუსტრიით დაინტერესებული კანდიდატები სწავლების პერიოდში ავტომობილის აგებულების შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ და თეგეტას პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს შეისწავლიან.

თათა კანდელაკი, „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტი: „პირველი კურსის სტუდენტი ვარ და ჩემთვის დიდი კომფორტია ნახევარ განაკვეთზე სწავლის შესაძლებლობა. ამით შემიძლია არც უნივერსიტეტს მოვაკლო დრო და რესურსი და არც აკადემიას. მანქანებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მართვის მოწმობა ავიღე და ავტომობილი შევიძინე, მინდოდა მცოდნოდა ყველაფერი, რაც ჩემს მანქანას დასჭირდებოდა და ვხვდები, რომ ძალიან სწორ ადგილას მოვხვდი. აქ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ და ვგრძნობ, რომ დიდ გამოცდილებას ვიღებ“.

კურსის დასრულებისას წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სტიპენდიები გადაეცემათ, შემდეგ კი თეგეტას სხვადასხვა ფილიალში სერვისის ან გაყიდვების მიმართულებით დასაქმდებიან.

აკაკი არჩვაძე, „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტი: „სამედიცინო უნივერსიტეტი ორი წლის წინ დავამთავრე და ახლა გადავწყვიტე, რომ ახალი პროფესიის სწავლა ნულიდან დავიწყო. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებს მანქანები და ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმე საავტომობილო სფეროსთან ყოფილიყო დაკავშირებული. მიხარია, რომ მოვახერხე და ამ კურსზე მოვხვდი. ჩემს ჯგუფში სწავლა სრული განაკვეთით მიმდინარეობს, პროცესი ძალიან ინტენსიურია და უამრავ ახალ ინფორმაციას ვიღებ. მართალია, ჯერჯერობით კურსი არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შორის ვიქნები და გაყიდვების მიმართულებით დასაქმებასაც შევძლებ“.

მიმდინარე პერიოდში სწავლის პროცესში გამოყენებულია სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE, რომელიც საქართველოში გასულ წელს „თეგეტა აკადემიამ“ USAID-ის მხარდაჭერით დანერგა. პლატფორმა აერთიანებს 3 000-ზე მეტ მოდულს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მიმართულებით. პლატფორმაზე შესაძლებელია გეიმიფიკაციით, მაღალი დონის ინტერაქციითა და სიმულაციებით ისწავლო ავტომობილის აგებულება და მუშაობის პრინციპები. ELECTUDE-ის საშუალებით შესაძლებელია სასწავლო მოდულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება მონაწილის პროფილის, გამოცდილებისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „სულ უფრო მეტი სტუდენტი ინტერესდებოდა ჩვენი პროგრამით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ნახევარი განაკვეთის ფორმატი დაგვემატებინა და კანდიდატებისთვის არჩევანის გაკეთების საშუალება მიგვეცა. საბოლოოდ,„თეგეტა აკადემიაში“ წელს პირველად სამი პარალელური ჯგუფის ტრენინგი დაიწყო, სადაც სფეროს შესწავლით დაინტერესებული 50 ახალგაზრდა განაწილდა. მონაწილეები ახალი ცოდნის მიღების პროცესში ინოვაციურ ონლაინ სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ს იყენებენ, რაც გაყიდვებისა და სერვისის ჯგუფს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევს და რაც მთავარია, ეს ხდება ბევრად უფრო ეფექტიანად და მოკლე ვადაში. „თეგეტა აკადემიის“ კურსი ერთგვარი გამოწვევაა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს“.

„დაიწყე კარიერა თეგეტაში“ - პროექტის ფარგლებში „თეგეტა ჰოლდინგში“, ჯამში, აკადემიის 400-ამდე წარმატებული კურსდამთავრებულია დასაქმებული.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემიის“ მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ამასთან ერთად, „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...