1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მომავალი ჩვენია“ - თიბისი ახალი კამპანიით საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

2023 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105-ე წელი შესრულდა. 26 მაისს თიბისი, ტრადიციულად, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ზეიმობს.

ამ დღის აღსანიშნავად, თიბისიმ კრეატიულ სააგენტო  Playmakers-თან ერთად ვიდეორგოლი გადაიღო, რომლის ინსპირაციაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები არიან. ვიდეოსთვის სპეციალურად ადაპტირდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რომელზეც პოეტმა და მუსიკოსმა ერეკლე დეისაძემ იმუშავა.

„მომავალი ჩვენია“ - ამ სიტყვებით ულოცავს თიბისი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. ლექსის ადაპტირებული ვარიანტის მთავარი აქცენტებია, რომ მომავალი თითოეული ადამიანის ხელშია და მასზე ზრუნვა ახლა, აწმყოში იწყება. მომავალი არ არის პერსპექტივაში და არც კონკრეტულად რომელიმე თაობის განსახორციელებელი, არამედ მომავალზე, ყველამ ერთად, აწმყოში უნდა ვიზრუნოთ.

„თიბისის გუნდი მთელ საქართველოს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც ყველასთვის განსაკუთრებულია, ისევე როგორც ჩვენი ბრენდისთვის. თიბისის წლევანდელი კამპანიის გზავნილი ყველა თაობის ადამიანს ეკუთვნის,   „მომავალი ჩვენია“ - ამ სიტყვებით გვინდა,  ადამიანებს შთაგონება მივცეთ, რომ მომავალზე სწორედ ახლა, აწმყოში იფიქრონ,“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.

კამპანიის ვიდეოს ნახვა თიბისის Facebook-ის გვერდზე შეგეძლებათ. თიბისის ფილიალებში მისულებს კი რიგის ნომრებზე ლექსის ამონარიდი და 26 მაისის, დამოუკიდებლობის დღის მილოცვა დაგხვდებათ.

საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, 2018 წელს მასშტაბურად აღინიშნა და მას შემდეგ თიბისი ამ დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით და პროექტებით ეხმაურება. მათ შორისაა, დამოუკიდებლობის სკოლა - ლექციების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით თავისუფლებაზე; პროექტი „გმირები“, რომელიც ქართველი ეროვნული გმირების საკოლექციო ფიგურების გამოშვებას ითვალისწინებდა; კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი ანიმაცია;  რადიოსპექტაკლი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტს მიეძღვნა და სხვ. თითოეული პროექტი ადამიანების ისტორიული როლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

გთავაზობთ წლევანდელი კამპანიისათვის ადაპტირებული ლექსის სრულ ვერსიას.

ემო კარგო ქვეყანავ

 

ჩემო კარგო ქვეყანავ 

რაზედ მოგიწყენია,

მზე რომელიც შენ ცას ათბობს

სიყვარულზე მწველია.

 

თქვი, რაც გინდა გამოხატო 

და ბოლომდე გამოთქვი,

ვიცი ბრძოლის მერე ხმლისგან

ჩონგურს როგორ გამოთლი.

 

რომ მეც შენი შვილი ვარ და

არასოდეს მბეზრდები,

რომ დინებას მიჰყვებიან

მხოლოდ მკვდარი თევზები.

 

შენ შენი გაქვს გასავლელი

ჰოდა სულ წინ იარე,

სტუმარს პური გაუყავი-

მტერზე გადაიარე,

 

შენ ნიჭის და თავგანწირვის

უძლეველი კერა ხარ,

გმირს რომელსაც ელოდები

მიხვდები რომ შენა ხარ.

 

შენთან დღესაც უყურებენ

პოეტები ვარსკვლავებს,

ვლოცავ რაც ჩვენ ერთ მუშტად გვკრავს,

ვლოცავ - რაც ჩვენ გვასხვავებს.

 

მომავალი მაშინ მოჩანს

როცა აწმყოც ჩვენია,

ერთმანეთის სიყვარულის

მეტი რა დაგვრჩენია,

 

ჩემო კარგო ქვეყანავ

ომავალი ჩვენია!!!!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...