2 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, პირველად საქართველოში პროგრამა: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“

თიბისი კონცეპტი და თიბისი ბიზნესისთვის Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ სიახლეს - ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“

27 ოქტომბრიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს სატრენინგო შეხვედრებს.

 

„ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა“ არის ICF-ის მიერ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში ლიდერობის პარადიგმის ცვლილებაზე. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნისა და კომპეტენციების შესწავლას, ისე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებასა და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.

 

პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან და  მოიცავს 84 სატრენინგო საათს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 საათი), პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურ მუშაობას და  გამოცდას.

 

პროგრამის ოთხი მოდული აერთიანებს ოთხ მიმართულებას: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი. თითოეულ თემაში მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტები, ქოუჩის კომპეტენციები, ბიზნეს ქეისები.

მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები აუმჯობესებენ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, მართვის კომპეტენციებსა და სოციალურ უნარებს.

 

 

პროგრამის თარიღებია:

  • მოდული 1: კულტურა- 27-29 ოქტომბერი
  • მოდული 2: ორგანიზაცია - 24-26 ნოემბერი
  • მოდული 3: მართვა - 22-24 დეკემბერი
  • მოდული 4: ადამიანი - 2-4 თებერვალი

 

 

პროგრამას გაუძღვებიან:

 

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი - ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, PCC ქოუჩი 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით , ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.

 

  • ირინა ჭოჭუა - ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10 წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი.

 

  • დეა ჩხაიძე - ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის  ადამიანებისა და კულტურის დირექტორი.

 

  • სტეფან ბანაჩი - ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი,  PCC ქოუჩი,  ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით და საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting in Development Co.Ltd. დამფუძნებელი.

 

მიღების წინაპირობა:

ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.

 

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://coachinglab.ge/icf-certification/

 

ქოუჩინგ ლაბი არის პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელიც 2017 წლიდან, საქართველოში ნერგავს ტრანსფორმაციულ ნეირო ტექნოლოგიებს. პროგრამა აგებულია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტის მიხედვით. სერტიფიცირებული ქოუჩის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მონაწილეებს მოეთხოვებათ დაესწრონ სატრენინგო და პრაქტიკული მუშაობის საათების მინიმუმ 80%-ს ცოცხალ რეჟიმში, გაიარონ პროგრამით გათვალისწინებული 10 საათიანი მენტორინგი და წარმატებით ჩააბარონ გამოცდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...