1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია „ყველაფერი ბიზნესისთვის“

თიბისი ბიზნესის ახალი კამპანია, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაკეთდა, აერთიანებს ყველა საბანკო პროდუქტს თუ არასაბანკო მხარდაჭერას, რაც ბიზნესს სჭირდება განვითარებისა და წარმატებისთვის.

კამპანია „ყველაფერი ბიზნესისათვის“ შექმნილია ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი საბანკო გადაწყვეტების უზრუნველსაყოფად.

თიბისი კარგად აცნობიერებს, რა მნიშვნელოვან როლს ასრულებს MSME სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში, ამიტომაც თიბისი ბიზნესს აქვს საბანკო  პროდუქტებისა და სერვისების კომპლექსური შეთავაზება, რაც სექტორს განვითარების და ზრდის საშუალებას აძლევს.

“მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ღერძია.  ამ კამპანიით გვინდა მათ ვუთხრათ, რომ თიბისიში ყველაფერია, რაც მათ ბიზნესის მართვისთვის დასჭირდებათ. ყველაფერში ვგულისხმობთ, იმ მრავალფეროვან და მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ,  დაწყებული ბიზნეს სესხიდან, რომლის მიზნობრიობაც შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოვება, საბრუნავი კაპიტალის შეძენა და ა.შ. დამთავრებული სტარტაპ სესხით, რომლის მისაღებად მხოლოდ  კარგი იდეაც კი საკმარისია.

თიბისიში ყველაფერია ბიზნესისთვის, განვითარების რომელ ეტაპზეც არ უნდა იყოს ის და რომელ სექტორსაც არ უნდა წარმოადგენდეს. ჩვენ ვთავაზობთ მათ ციფრულ მხარდაჭერასაც, რისთვისაც ბიზნეს მობაილ ბანკში მუდმივად ვამატებთ ახალ-ახალ ფუნქციონალებს, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე და მათი ცხოვრების გასამარტივებლად”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

თიბისიში თავმოყრილია ყველაფერი, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს ესაჭიროება წარმატებისა და განვითარებისთვის:

-  მოქნილი სასესხო პროდუქტები: ბიზნესზე მორგებული სესხის სხვადასხვა ვარიანტი კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით საბრუნავი კაპიტალის, გაფართოებისა და ბიზნესის სხვა საჭიროებების მხარდასაჭერად.

- სტარტაპ-სესხი: სხვადასხვა მიზნობრიობით ბიზნესის საწყის ეტაპზე დასაფინანსებლად და ინოვაციური იდეის შემთხვევაში, იდეის დასაფინანსებლად.

-  აგრო-სესხი: სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის მრავალფეროვანი მიზნობრიობით და სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით კიდე უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა.

- ციფრული საბანკო პლატფორმები:  ინტერნეტ და მობაილ ბანკი, რომლებიც უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მარტივ წვდომას თავიანთ ანგარიშებზე და ფინანსურ ინსტრუმენტებზე. ასევე, უსაფრთხო და დაცული საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებას.

- ნაღდი ფულის მართვის სერვისები: ფულადი სახსრების მართვის ეფექტური და უსაფრთხო გადაწყვეტებები ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაციისა და ოპერაციების გამარტივებისთვის.

- ტრენინგები და საკონსულტაციო სერვისები: საექსპერტო ფინანსური და საკონსულტაციო სერვისები, ტრენინგები და ვორქშოპები, რომლებიც დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს გამოწვევების გადალახვასა და ახალი ცოდნის შეძენაში.

- ყოველწლიური ბიზნეს დაჯილდოება: ღონისძიება, რომელიც აფასებს და აღნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის გამორჩეულ მიღწევებს და წარმატებებს და ხელს უწყობს მათ ზრდასა და ინოვაციაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...