1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფასდაკლება და გასამმაგებული ქეშბექი მოქმედებს

ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რადგან ის გზის ზედაპირს უშუალოდ ეხება. გართულებების თავიდან ასაცილებლად საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად უნდა შეირჩეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოს. Tegeta Shop-ზე ნებისმიერი ბრენდის საბურავზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზება დახვდება ფილიალშიც - ბარათის ტიპის მიხედვით, გასამმაგებულ ქეშბექს მიიღებს.

საბურავების მწარმოებლების რეკომენდაციებით, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსს ჩამოსცდება, აუცილებელია, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩანაცვლდეს. გზებზე მოცურების რისკი, გართულებული ხილვადობა და დატვირთული გზები – ეს არის დაბრკოლებები, რამაც ზამთარში შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას.

კახა გვასალია, „თეგეტა მოტორსისსაბურავების მიმართულების ხელმძღვანელი: „სეზონისა თუ გზის რელიეფისთვის საბურავის ცვლა, პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და გვაძლევს უკეთესი მანევრირების საშუალებას.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავებს გასული არ უნდა ჰქონდეს ექსპლუატაციის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თვისებებს კარგავს, ხდება გამოუსადეგარი და იმავე პრობლემებს ქმნის, რასაც ზაფხულის საბურავებით გადაადგილება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საბურავი სწორად და სეზონის შესაბამისად შევარჩიოთ. იმისათვის, რომ ავტომფლობელებმა უსაფრთხოების ეს წესიც დაიცვან და ავტომობილი ზამთრის საბურავებით აღჭურვონ, „თეგეტა მოტორსშიმათ არაერთ აქციას ვთავაზობთ. მთავარია ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწევენ კონსულტაციასა და სერვისს“.

Michelin - მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებას. რეგულარულად იკავებს წამყვან პოზიციებს პრემიუმ საბურავების მწარმოებელთა შორის.

Michelin-ის საბურავები გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და მაღალი წინააღმდეგობით. ასევე აქვს გამორჩეულად მძლავრი მოჭიდება სველსა და მშრალ გზებზე. ევრო 6 სტანდარტის შესაბამისი საბურავები ამცირებს გამონაბოლქვს და საწვავის მოხმარებას. ხმაურის შემცირების მოწინავე ტექნოლოგიით უზრუნველყოფილია მშვიდი და კომფორტული მოძრაობა. Michelin-ს იყენებენ ისეთი მსხვილი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა: Porsche, Mercedes-Benz, BMW, Tesla, Ferrari, Bugatti.

„თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის არის საბურავების ისეთი პრემიუმ მწარმოებელი, როგორიცაა Bridgestone. ის მსოფლიოში ტექნოლოგიებისა და გამძლეობის სიმბოლოდ არის აღიარებული, გამოირჩევა ინოვაციურობითა და უმაღლესი ხარისხით. მთავარი, რაც სხვა ბრენდის საბურავებისგან გამოარჩევს, არის ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდი. Bridgestone-ს საბურავები აქტიურად გამოიყენება მოტოსპორტში. ბრენდის მომხმარებლები არიან Lamborgini, Toyota, Lexus, Honda, Nissan, Ferrari, BMW.

Yokohama- საბურავები გამოირჩევა ინჟინერიის მოწინავე ტექნოლოგიებით, სპორტული დინამიკითა და მდგრადობით. ამ ბრენდის პროდუქცია ცნობილია მაღალი გამძლეობითა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. იაპონური ბრენდის უპირატესობებია: ძლიერი მოჭიდება სპორტული მართვის მოყვარულებისთვის, საიმედოობა ოთხივე სეზონზე, როგორც სველ, ისე მშრალ გზებზე და ძლიერი მდგრადობა. Yokohama-ს საბურავები შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მართვა მაქსიმალურად კომფორტული და ზუსტი იყოს. გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით - მისი ასორტიმენტი მოიცავს როგორც სპორტული, ისე SUV და ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს.

Continental- ინოვაციებისა და უსაფრთხოების ლიდერი ბრენდია. გერმანული წარმოების საბურავები გამოირჩევა ძლიერი დამუხრუჭების ტექნოლოგიით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრემიუმ და მაღალი ხარისხის საბურავებზე.

Continental-ის საბურავები შექმნილია საწვავის მოხმარების შესამცირებლად. მათი წარმოებისას გამოყენებულია ContiSeal-ისა და ContiSilent-ის ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმაურის შემცირებასა და ნორმალურ მუშაობას საბურავის დაზიანების შემთხვევაშიც კი. გარდა ამისა, აღჭურვილია წნევისა და ცვეთის მონიტორინგის სენსორებით. Continental-ი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთრის საბურავებში, როცა მართვის სრულყოფილი კონტროლი და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

Pirelli - იტალიური პრემიუმ ბრენდი ცნობილია არა მხოლოდ მაღალი ხარისხით, არამედ თავისი ელეგანტური დიზაინითა და სპორტული ხასიათით. Pirelli განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სპორტულ ავტომობილებზე. 2011 წლიდან კი Formula 1-ის ექსკლუზიური მიმწოდებელია. Pirelli-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მაქსიმალური სიზუსტე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას.

„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ნებისმიერ საბურავზე ქარხნული წუნის შემთხვევაში მოქმედებს გარანტია, ხოლო პრემიუმ ბრენდებზე - უსასრულო გარანტია.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები