0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახსრების პათოლოგიების ართროსკოპიული მკურნალობა

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ დიდი ყურადღება ეთმობა კლინიკურ პრაქტიკაში მაღალტექნოლოგიური, მკურნალობის მცირეინვაზიური მეთოდების დანერგვას.

ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში ერთ-ერთი ასეთი მეთოდი სახსრების პათოლოგიების ართროსკოპიული მკურნალობა გახლავთ.

სახსრების ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია მექანიკური ჩარევა. ეს ჩარევა მაქსიმალურად ეფექტური და მინიმალურად დამაზიანებელი რომ იყოს მიმდებარე სახსრების, კუნთების და იოგებისთვის, ჩვენს კლინიკაში დაინერგა მუხლის სახსრის ართროსკოპიული მკურნალობა.

მუხლის სახსრის ართროსკოპია ოქროს სტანდარტია იმ პათოლოგიების სამკურნალოდ, რომლებიც ზღუდავენ სახსრის აპარატის ფუნქციონალურობას. ართროსკოპია როგორც სახსრების მკურნალობის მცირეინვაზიური მეთოდი, ნაკლებ აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს და მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდს.

მუხლის სახსრის ართროსკოპია კეთდება, როდესაც:

· დაზიანებულია მუხლის სახსრის მენისკი;

· დაზიანებულია მუხლის სახსრის შემაერთებელი აპარატი;

· დაავადებულია სახსრების გარეთა საფარველი (სინოვიუმი);

· დაზიანებულია ან დაავადებულია სახსრის ხრტილი;

· დაზიანებულია ან დაავადებულია ცხიმოვანი სხეული;

· სახეზეა მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;

· რევმატოიდული ართრიტის დროს.

მუხლის სახსრის ართროსკოპია აგრეთვე გამოიყენება მუხლის სახსრის ღრუს ვიზუალურად შესასწავლად, როდესაც:

· პაციენტს აღენიშნება დაუდგენელი წარმოშობის ტკივილები;

· გაურკვეველი სურათია ადრე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.

ართროსკოპიული მკურნალობის უპირატესობებია:

· სახსრის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებისა და მყესების მინიმალური დაზიანება;

· კლინიკაში პაციენტის დაყოვნების მცირე დრო;

· არ საჭიროებს თაბაშირით იმობილიზაციას;

· პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდის მნიშვნელოვნად შემცირება.

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლში“ ართროსკოპიულ პროცედურებს ატარებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ტრავმატოლოგ-ორთოპედი სიმონ დარახველიძე,

შემოგვიერთდით ფეისბუქზე: https://www.facebook.com/hhealthhouse/

ტელ: (995 32) 225 90 50; 225 90 70

მის: წინანდლის 9/20

კომენტარები

მსგავსი სიახლეები