1 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ ღალატობენ მამაკაცები ლამაზ და მდიდარ ქალებს? - ჰოლივუდის წყვილები არა "ჰეფი-ენდით"


   ამერიკელმა პოპ-ვარსკვლავმა გვენ სტეფანიმ მეუღლის ტელეფონში შემთხვევით  ამოიკითხა მესიჯი,  რომელიც იყო იმის დასტური, რომ მეუღლე მას ღალატობდა.  მომღერალი  ყოველთვის ეჭვობდა, რომ მის  ქმარს  ბავშვების ძიძასთან ჰქონდა  რომანი, თუმცა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ისინი სიყვარულით მაშინაც კი ტკბებოდნენ, როცა სტეფანი სამშობიაროში  მესამე შვილს  აჩენდა..  

   მსგავსი ისტროია შეემთხვა ლამაზ  და ნიჭიერ მსახიობ  სანდრა ბალოკს.  მან მეუღლის რომანზე პირდაპირ „ოსკარის“ ცერემონიაზე გაიგო, როდესაც ერთ-ერთი საყვარელთაგანი ჟურნალისტებს ბალოკის ქმართან გატარებულ ცეცხლოვან ღამეზე უყვებოდა.. მსახიობს 5 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეს ტკივილი დავიწყებოდა..

    მორიგი  ცნობილი და მდიდარი ქალი, რომელსაც ასევე ღალატობდნენ ბიონსეა..  თუმცა, როგორც ჩანს,  მომღერალს იმდენად უყვარს  რეპერი ქმარი , რომ გადაწყვიტა მის ღალატზე თვალი  დახუჭოს..

 და მაინც, რატომ ღალატობენ ქმრები მდიდარ და ჭკვიან   ქალებს ?

  ფსიქოლოგები წლებია მუშაობენ იმაზე, რომ გაიგონ თუ რა არის მიზეზი იმისა, რის გამოც შესაძლოა მამაკაცმა ლამაზ, წარმატებულ, ჭკვიან და მდიდარ ქალს უღალატოს, თუმცა ამ დრომდე მათ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

  ზოგიერთები თვლიან, რომ ეს მამაკაცის მიდრეკილებაა ნარცისიზმისკენ, მეორენი კი ამას არასრულფასოვნების კომპლექსს აბრალებენ..

  ამასთან თვლიან, რომ ცხოვრება რუტინად იქცევა .  მამაკაცს აკლია ის ნაპერწკალი, რომელიც ადრე   ურთიერთობაში არსებობდა. ნაკლებად ისმის დადებითი ფრაზები, სამაგიეროდ გახშირდა კამათი და თუ ის იმას ვერ მიიღებს ოჯახური ცხოვრებისგან, რასაც გეგმავდა და იმედოვნებდა,  სასურველის მისაღებად აუცილებალდ წავა სადმე, სხვაგან. 

 იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს ქალი, რომელიც მზადაა ამისთვის და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღარ არის ის, მდიდარი, ღარიბი, წარმატებული თუ წარუმატებელია ქალი..

                                                                                                                                                                                                                                                                         ავტორი:  სუზი მკრტიჩიანი


კომენტარები

მსგავსი სიახლეები