1 8 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ადვოკატების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ ემპათიას ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ვინაიდან საკითხი ადამიანის ჯანმრთელობას შეეხება, პროკურატურა ამის წინააღმდეგი ვერ იქნება.

კონკრეტულად, როდის შევლენ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან , ჯერჯერობით უცნობია.

სასამართლოს სხდომა 2 ივნისამდე გადაიდო. მოსამართლემ განმარტა, რომ, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ჩვენება უნდა მოისმინოს. შეგახსენებთ, სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც დღეს დაესწრო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

 

გუშინ,  24 მაისს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ მედიასთან წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელშიც სააკაშვილი საუბრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და ტრავმაზე ზურგის არეში, რომელიც, მისივე თქმით, სავარაუდოდ, გლდანის ციხის კლინიკაში ძალადობრივად გადაყვანის დროს აქვს მიღებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები