1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საყვედურობდნენ, დედაშენს რომ ტოვებ, არ გეცოდებაო? დედაჩემი ძლიერიაო და გაუძლებსო..." - გმირულად დაღუპული რატი შურღაია საქართველოში გადმოასვენეს

უკრაინის ქალაქ იზიუმთან დაღუპული ქართველი გმირი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ.

"საყვედურობდნენ ბიჭები, დედაშენს რომ ტოვებ, არ გეცოდებაო? დედაჩემი ძლიერიაო და გაუძლებსო... და დამთავრდა ბოლო ასე ჩვენი. პირველად რომ დაიჭრა, ვიცი რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი ძლიერ დაჭრილი ვინც იყო, იმას არ დაუტოვებია, დანარჩენებმა დატოვეს საავადმყოფო, წამოვიდნენ ადრე - მესამე დღეს, როცა 3 კვირა უნდა ყოფილიყვნენ. ბიჭები სპეცოპერაციაზე მიდიანო და მე მაგათთან უნდა ვიყოო", - თქვა რატი შურღაიას დედამ, ნინო პაპასკირმა.

ქართველ გმირს სამშაბათს, ვაზისუბნის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები