0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოკუპანტებმა უკან დაიხიეს კიევის აღმოსავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 55 კილომეტრში

პენტაგონის განცხადებით, რუსეთის არმია კიევის აღმოსავლეთით დიდ წარუმატებლობას განიცდის და თავდაცვით პოზიციებზე გადადის. მათი ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალები კიევის აღმოსავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 55 კილომეტრში დახიეს, როცა რამდენიმე დღის წინ ისინი 20-30 კილომეტრში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.

პენტაგონის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში უკრაინული ძალები ცდილობდნენ რუსეთის მიერ აღებული ტერიტორიის დაბრუნებას და რუსებს აიძულებენ, ჩადგნენ თავდაცვით პოზიციაში.

გარდა ამისა, მათივე თქმით, უკრაინულმა ჯარებმა ქალაქ ჩერნიგოვში, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასევე მოახერხეს ოდნავ უკან დაეხიათ რუსული ძალების ნაწილი, რომლებიც კვირების განმავლობაში ალყაში აქცევდნენ ქალაქს.

პენტაგონი ირწმუნება, რომ რუსული ჯარები ახლა პრიორიტეტს ანიჭებენ ოპერაციებს აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში.

“რუსეთი, როგორც ჩანს, იწყებს პრიორიტეტულ ოპერაციებს. მათ გაცილებით მეტი ენერგია დახარჯეს ლუგანსკში, დონეცკის რაიონში, განსაკუთრებით ლუგანსკის გარშემო”,– ამბობს პენტაგონის წარმომადგენელი.

მისივე ცნობით, რუსული ძალები იბრძვიან სამხრეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლის დასაპყრობად, რათა შემდეგ მათ შეძლონ ჩრდილოეთით დონბასში გადაადგილება, თუმცა ბრძოლები ამ ქალაქში რჩება “ძალიან სადავოდ”. ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ ქალაქის ძლიერ დაბომბვას საარტილერიო და შორი მანძილის რაკეტებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები