0 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კულება ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული გაზი რუბლით არ იყიდონ

უკრაინის საგარეო მინისტრი დმიტრო კულება ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს რუბლში არ გადაუხადონ ნავთობისა და გაზის საფასური. მისი თქმით, ეს იქნება ერთი ხელით უკრაინის დახმარება, მეორეთი კი მათ დახოცვაში რუსებისთვის დახმარება.

“თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა დაემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნებს, რომ გადაიხადოს ნავთობისა და გაზის საფასური რუბლებში, ეს იგივე იქნება, რომ ერთი ხელით უკრაინას დაეხმარონ, მეორეთი კი რუსებს უკრაინელების დახოცვაში. მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, გააკეთონ გონივრული და პასუხისმგებლიანი არჩევანი”,– წერს კულება ტვიტერზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები