2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა არის პირადი ამბიციების გამო ქოცებს შორის მომხდარი უთანხმოების შედეგი და არა ჩვენი აღფრთოვანების საფუძველი" - გიორგი კაპანაძე

მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთერთი ლიდერი და ანტიკორუფციული პლატფორმის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მას, როგორც პრეზიდენტს ჩრდილს აყენებს...

"ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა არის პირადი ამბიციების გამო ქოცებს შორის მომხდარი უთანხმოების შედეგი და არა ჩვენი აღფრთოვანების საფუძველი.

- ზურაბიშვილს წიგნი აქვს დაწერილი იმაზე რომ „ომი საქართველომ დაიწყო“.

- მის ამ ციტატებს, საქართველოს საწინააღმდეგო არგუმენტად იმეორებდნენ პუტინი და ლავროვი, საერთაშორისო ფორუმებსა თუ პრესკონფერენციებზე.

- მას წინა მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა და მის მიერ საქართველოს დადანაშაულება „მძინარე ცხინვალის დაბომბვაში“, განსაკუთრებით საზიანოა დღემდე.

- მან უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ციხეში ჩატოვა, რითაც შეიძლება ითქვას რომ ეს, მისი მხრიდან, სასიკვდილოდ გამეტების ტოლფასია.

- ასევე, მოვისმინეთ რომ თურმე, ოპოზიცია დასავლეთში ჩადის და ძირს უთხრის საკუთარ ქვეყანას.

ამიტომ, გაუგებარია, მეგობრების აღტაცება მისით" - წერს გიორგი კაპანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები