2 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“რუსეთის არმია გაიჭედა“– ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ბიბისი–სთან ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის არმიის მიმდინარე პოზიციები შეაფასა: “რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო წინ წაწევა, არადა ახლა უკვე 13–ე დღეა. ის  კოლონა, კიევიდან ჩრდილოეთით, რომელზეც ბევრი ვილაპარაკეთ, ჯერ კიდევ ადგილზე დგას. როგორც ჩანს, მართლაც გაიჭედა და ვეღარ იძვრის.“–თქვა მან

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის არმიის დანაყოფები “სულ უფრო მეტ სასოწარკვეთაში ვარდებიან და უბრალოდ სისასტიკეს აორმაგებენ“.

უოლესმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დახმარებას გაზრდის, თუმცა დეტალების შესახებ ოთხშაბათს პარლამენტში განაცხადებს, ასევე ბრიტანეთი ჩართულია უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ორგანიზებაში ნატოდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან.

რაც შეეხება პოლონეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, მინისტრის თქმით, ამ თემაზე ამჟამად დებატებია.

“დიდ ბრიტანეთს არ შეუძლია პირდაპირ მიაწოდოს უკრაინას თვითმფრინავები. ჩვენ არ გვყავს ასეთი გამანადგურებლები, МиГ-29 და სხვები… ჩვენ ვთვლით, რომ პოლონეთმა ორმხრივ საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს, ღირს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა“ –თქვა უოლესმა და დასძინა, რომ ბრიტანეთი პოლონეთს მხარს დაუჭერს, როგორც ძველ მოკავშირეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები