1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად – სააკაშვილი

“ყველა თავდამსხმელი არის ცნობილი და არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, უფრო მეტიც, სრული არეულობა დაიწყო ქვეყანაში. 1-2 კვირის წინ, ვივა მედთან ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს კრიმინალებმა, მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. პოლიციამ მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური  სინდიკატი უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად”

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, “ვივა მედიდან” ჩართვისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები