თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენი...
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
|
წლის ნებისმიერ სეზონზე ავტომობილის გამართული მუშაობა კომფორტული გადაადგილების აუცილებელი პირობაა. გამონაკლისი ამ მხრივ არც შემოდგომაა, მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში მოძრაობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. დამატებითი დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ავტომობილის ყველა დეტალი სრულად გამართული იყოს.
ზაფხულის მოგზაურობების შემდეგ ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსი“ სპეციალურ აქციებს გთავაზობთ. დღეიდან სექტემბრის ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს საბურავებზე, ძრავის ზეთზე, აკუმულატორსა და ხუნდებზე.
3+1 აქცია საბურავებზე
„თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ზაფხულისა და ყველა სეზონის უახლესი, მაღალი ხარისხის საბურავების შეძენას 3+1 აქციით შეძლებთ. განსაკუთრებული, 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს საბურავების სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ზამთრის საბურავებზეც, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაში შეიძენთ.
შეგახსენებთ, საბურავები ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის სავალ ზედაპირს უშუალოდ ეხება და მისი მდგომარეობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია.
20%-იანი ქეშბექი ძრავის ზეთებზე
30 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ Motul-ისა და Shell-ის უმაღლესი ხარისხის ზეთების შეძენისას გადახდილი თანხის 20% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ. ასევე 20% ქეშბექი მოქმედებს გერმანული Sonax-ის ავტომობილის მოვლის საშუალებებზე.
გახსოვდეთ, ძრავის ზეთი იცავს ძრავას დაზიანებისგან. მისი სამი მთავარი ფუნქციაა: ხახუნის შემცირება, გაგრილება და წმენდა. ძრავის ზეთზე ექსპლუატაციის დროის ამოწურვა გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე, იზრდება ძრავის დეტალების ცვეთის ხარისხიც და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ძრავის გამართულ მუშაობაზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი დროულად შეცვლა.
25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორებზე
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 30 სექტემბრის ჩათვლით 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს უმაღლესი ხარისხის გერმანულ აკუმულატორებზე - Varta-სა და Monbat-ზე. ასევე სპეციალური ფასები დაგხვდებათ Macpower-ისა და BEX-ის აკუმულატორებზე.
აკუმულატორი ძრავისათვის ენერგიის მიწოდებასა და მის ამუშავებაზეა პასუხისმგებელი. თუკი აკუმულატორი დაზიანდება და საჭირო რაოდენობის ენერგიას ვეღარ შეინახავს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ელექტრომომხმარებელ დეტალებს. სწორედ ამიტომ უნდა შევამოწმოთ მისი რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.
25%-იანი ქეშბექი ხუნდებზე
„თეგეტა მოტორსში“ შეთავაზებები ვრცელდება ხუნდებზეც. 30 სექტემბრის ჩათვლით გერმანული პრემიუმ ბრენდის, ATE-ს ხუნდების შეძენისას გადახდილი თანხის 25% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ხუნდები ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვეთადი დეტალია. თუკი ხუნდის დონე აღარ გაძლევთ უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ახალი, ხარისხიანი ხუნდებით.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი - ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონულ...
თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას. ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 202...
ზამთრის დადგომისა და ტემპერატურის კლების პარალელურად, მძღოლებისთვის ავტომობილზე აქტიურად ზრუნვის დროც დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათან...
„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას,...
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა...
უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ უცხოური ვალუტის მასშტაბურ შესყიდვას ადგილი აღარ აქვს. ცნობილია, რომ გასულ პერიოდში ეს ლარის გაუფასურების მიმართულები...
21 ნოემბერს, თელავში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.  ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები