1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას.. იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ" - კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილის განმარტავს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, "აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით:

რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით. პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ. რა უნდა მოხდეს: ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ. აი ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები. სხვა შემთხვევაში ა!რჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ #ამხილე #საქართველოევროპაა #ივნისისთაობა კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები