1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება

საქართველოს ბანკი აგროსექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება.

პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 1 320 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში 170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ევროპასა და სხვა რეგიონებში განხორციელდება.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ვიწყებთ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც 14 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღების გაშენებას გულისხმობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ტერიტორიის მოსამზადებლად და ლურჯი მოცვის ნერგების დასარგავად მივმართეთ. წელიწადის განმავლობაში, ველით 150-170 ტ. მოსავლის აღებას, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება.  პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში მუდმივად 15-20 ადამიანი, ხოლო სეზონურად  50-60 ადამიანი დასაქმდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი, მარიამ შარაშიძე.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ „ქართული მოცვის კომპანიის“ განვითარებაში. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და აგროსექტორის განვითარებას. მეტი მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის გაძლიერებაში.  ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

კომენტარები

მსგავსი სიახლეები