1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა

 

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რიცხვი 546-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 18 709 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 471 ადამიანს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები