1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NASA-ს წარმომადგენლები სტარტაპერებს შეხვდნენ

“ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში, NASA-დან მოწვეული სპეციალური სტუმრები,  რობ მენინგი, მარსის პროგრამის ამჟამინდელი მთავარი ინჟინერი  და ლეგენდარული  მისიის, Voyager-ის  ერთ-ერთი შემქმნელი, ჯონ კასანი ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდნენ.

NASA-დან მოწვეულმა სტუმრებმა სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრას თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ მონაწილეებიც  დაესწრნენ. 

NASA-ს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა.  1977 წელს, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით, NASA-მ ხომალდ Voyager-ითკოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.

25-28 სექტემბერს, საქართველოში „ჩაკრულოს კვირეული“ იმართება. კვირეულის ფარგლებში, NASA-ს წარმომადგენლების სტარტაპერებთან შეხვედრის გარდა, არაერთი საინტერესო ღონისძიებაა  დაგეგმილი,  მათ შორისVoyager-ის შესახებ „ემი“-ზე ნომინირებული რეჟისორის,  ემერ რეინოლდსის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დასკვნითი ღონისძიება 28 სექტემბერსაა დაგეგმილი, სადაც ზ. ფალიაშვილის სახელობისოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  რობ მენინგი პრეზენტაციას გამართავს მარსზე განხორციელებული კვლევების შესახებ.

 

პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები