2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რიანას მილიონერი ბოიფრენდი არაბი ბიზნესმენი და სიმპატიური მემკვიდრეა

29 წლის მომღერალი რიანა მილიონერ  არაბ ბიზნესმენზეა შეყარებული. ამის შესახებ პოპ ვარსკვლავმა მეგობრებს უკვე გაუმხილა.

 წყვილი პაპარაცებმა ესპანეთში დააფიქსირეს. 

უცნობია როდიდან დაიწყო წყვილმა ურთიერთობა, თუმცა როგორც რიანას მეგობრები dailymail-თან საუბარში ყვებიან, მათ ძალიან სერიოზული ურთიერთობა აკავშირებთ.

ცნობისთვის, რიანას ახალი რჩეული, 29 წლის ჰასან ჯამელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპნიის Abdul Latif Jameel Domestic-ის ვიცე თავმჯდომარეა. სწორედ ეს კომპანია ფლობს საუდის არაბეთში Toyota-ს ფირმის მანქანების გაყიდვის უფლებას. კომპანია სავარაუდოდ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების არის, რომლის მემკვიდრედაც სწორედ ჰასანი სახელდება. 2016 წლის მონაცემებით, ფორბსმა ჯამელების ოჯახი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ოჯახად დაასახელა. ისინი ჩამონათვალში  მე-12-ე ადგილს იკავებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰასანს სუპერმოდელ ნაომი ქემბელთან ჰქონდა  ახლო ურთიერთობა. პაპარაცებმა ისინი 2016 წელის ზაფხულში, ლონდონში, ერთ-ერთ ფესტივალზე ერთად გამოიჭირეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები