2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიუ-იორკში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრი, 15 ქართველი დააკავეს

   ნიუ-იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთაგან 15 ქართველია. 

რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება ედებათ. 

არსებული ინფორმაციით, შტატის პროკურატურამ კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრს ბრალი უკვე წაუყენა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მათ ბრალად რეკეტი და ფულის უკანონოდ გამოძალვა ედებათ, რასაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ნიუ იორკის პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდების დაჯგუფება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნიუ იორკიდან ლას ვეგასამდე მოქმედებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები