2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა"- ამბერ რუდი მანჩესტერის ტერაქტზე


   ბრიტანეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბერ რუდი  ვარაუდობს, რომ კაცი, რომელმაც მანჩესტერის ტერაქტი მოაწყო, შესაძლებელია მარტო არ მოქმედებდა

   დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით  კი, ქვეყნის ტერიტორიაზე, ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

   მედია საშუალების ინფორმაციით, საფრთხის დონის მატება იმის მიმანიშნებელია, რომ უახლოეს პერიოდში, მორიგი ტერაქტია მოსალოდნელი. 

   ტერაქტი უკვე შეფასდა უკიდურესად კრიტიკულად. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედროებმა უნდა დაიცვან საიდუმლო მხარეები.

   ოთხი გარდაცვლილის ვინაობა უკვე  ცნობილია:  8 წლის საფი როსი როუსი, 15 წლის ოლივია ქემბელი, 28 წლის ჯონ ატკინსონი და  18 წლის ჯორჯინა სალენდერი.

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  განცხადებით, ორი ადამიანი, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა, პოლონელია.

  შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები