1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. დღეის მდგომარეობის აჭარის მთვრობის ხელშეწყობით რეგიონში არსებული თითქმის ყველა მუზეუმი რეაბილიტირებულია და განახლებულ ექსპოზიციას თავაზობს დამთვალიერებელს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუზეუმის ყველა მესვეურს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ამ თარიღთან დაკავშირებით, აჭარის რეგიონის სხვადასხვა მუზეუმში, მთელი კვირის მანძილზე, მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ა.რ. განთლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართება. დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია. ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. 

18 მაისს, აჭარის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ყველა მსურველისთვის შესვლა უფასო იქნება! 

იხილეთ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მუზეუმებში დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა:
სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი 

18 მაისი, 13:00 საათი - გამოფენა "სასმისის ისტორია" 
21 მაისი, აქცია "ღამე მუზეუმში" ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის პროგრამა "მე და ჩემი მეგობარი მუზეუმში" 
სსიპ აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 

18 მაისი, 17:00 საათი - ლიტველი მხატვრის მარიუს აბრამავი -ჩიუსის ფერწერული სურათების გამოფენა.მუზეუმის მცირე გალერეაში სსიპ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი 

21 მაისი, 21:00 საათზე - აქციის "ღამე მუზეუმებში" ფარგლებში ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად მოეწყობა კოსტუმირებული თეატრალიზებული პერფორმანსი-ანტიკური და თანამედროვე სამოსი ცოცხალი მუსიკის თანხლებითგონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ- არქიტექტორული მუზეუმ- ნაკრძალი 

21 მაისი, 19:30 საათი - გონიოს ციხეში გაიმართება ველოტური „ბათუმი-გონიო“. 

21 მაისი, 20:00 საათი - სტუდენტების მიერ დაიდგმება სპექტაკლი ანტიკურ თემატიკაზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები