0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ნინო ოძელაშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

„აჭარაბეთი“ ნინო ოძელაშვილის მხარდამჭერია, რომელიც არის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ქალი სამბოში.

დღეს,12 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.

საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრებიდან იასპარეზებენ:

ჩიდრაშვილი ვახტანგი,ჭოველიძე თორნიკე,ლილუაშვილი მინდია ,ნახუცრიშვილი ლევანი,ნოზაძე მიშიკო,ოძელაშვილი ნინო ,ჯანეზაშვილი ვლადიმერი,ლორიაშვილი დავითი.,ბერძენიშვილი ბექა,ლეონიძე ირინა,ქებაძე ელენე.

„ძალიან ცუდი პერიოდი დამემთხვა,12 კგ დავიკელი და კიდევ ბევრი მაქვს დასაკლები. ,მიუხედავად იმისა, რომ ახლახანს კოვიდ 19 შემხვდა , განწყობა საბრძოლო მაქვს და ყველანაირად ვეცდები უკან მედლით დავბრუნდე , რათა გავახარო ქართველი გულშემატკივარი.“- განაცხადა ნინო ოძელაშვილმა.

აჭარაბეთი  წარმატებას და დიდ გამარჯვება უსურვებს საქართველოს ნაკრების თითოეულ სამბისტს!

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველისპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი, სადაცგაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები