0 4 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი, EBRD-თან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება

თიბისი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, we.trade პლატფორმას უერთდება. პლატფორმამ, EBRD-ის პარტნიორები - საბერძნეთის ეროვნული ბანკი (NBG) და თიბისი, პროგრამაში - „Preview Offering Program“ ჩართო. აღსანიშნავია, რომ თიბისი ერთადერთი ქართული ბანკია, რომელიც პროექტისთვის შეირჩა.

პროგრამის ფარგლებში, NBG-იმ და თიბისიმ, we.trade-ის წევრ ბანკთან - Nordea-სთან ერთად, სატესტო ტრანზაქციები განახორციელეს. სატესტო ტრანზაქციების ფარგლებში, პლატფორმაზე რამდენიმე წუთში გამზადდა ციფრული ხელშეკრულებები, რაც საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს ტრადიციული საკრედიტო ხაზებით სარგებლობის გარეშე. NBG და თიბისი, პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას იღებენ კომერციული საბანკო ოპერაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, იურიდიული, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებებით იმისთვის, რომ მომავალში ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გაჩენას თავად შეუწყონ ხელი როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

არსებულ რეალობაში, ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაჩენა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკის აღდგენისა და ციფრული გადაწყვეტების განვითარებისათვის.

„EBRD-ის მიზანია პარტნიორ რეგიონებში  მხარი დაუჭიროს ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ პროცესის უზრუნველსაყოფად, ბანკებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიერონ ინოვაციური პროდუქტები და ვაჭრობის დაფინანსების მხარდაჭერა, ასევე ხელი უნდა შეუწყონ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას საკუთარ ქვეყნებში“, - ფრანსის მალიჟი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი.

„თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ციფრული სერვისებით ჩვენი პარტნიორების ცხოვრებისა და ბიზნესპროცესების გამარტივება, თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ვამაყობთ, რომ EBRD-ისთან პარტნიორობის ფარგლებში, ბლოკჩეინის პლატფორმის ტესტირებაში ვმონაწილეობთ. თიბისისთვის, როგორც ვაჭრობის დაფინანსების სფეროში ლიდერი ბანკისთვის, მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელება და მსოფლიოს ყველა ძირითად საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, ჩვენი პარტნიორების წარმატებულ საქმიანობასა და საქართველოს ბაზარზე თიბისის #1 პოზიციის განმტკიცებას განაპირობებს“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

we.trade 12 ბანკის (CaixaBank, Deutsche Bank, Erste Group, HSBC, KBC,  Nordea, Rabobank, Santander, Societe Generale, UBS and UniCredit) ერთობლივი პროექტია. ციფრული პლატფორმა ვაჭრობის დაფინანსების, დაზღვევისა და ლოჯისტიკის მიმართულებებით, გლობალური სავაჭრო ოპერაციების საიმედოობას, სიმარტივესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

we.trade-ის პროგრამა „Preview Offering Program“, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ბანკებსა და მათ პარტნიორებს საშუალებას აძლევს we.trade-ის წევრ ბანკებთან ერთად სატესტო ტრანზაქციებში მიიღონ მონაწილეობა. 6-12 კვირის განმავლობაში, შესაძლებელია პროგრამის მორგება ბანკებზე, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსების გაციფრულების მიმართულებით, სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები