0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს

საქართველოს ბანკი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, გაევლო მის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით.

კომპანია CosyCorner-ის საქმიანობას დაწნული გარე ავეჯის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს. ის საქართველოში, უმაღლესი ხარისხის, წყალგამძლე, სიცხეგამძლე ეკოლოგიურად სუფთა პოლიმერისგან მზადდება. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს.

„რაც ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს არის ის რომ, ვაწარმოებთ საქართველოში დამზადებულ, მაღალი ხარისხის წნულის გარე ავეჯს. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, რომელიც უძლებს წვიმას, ყინვას, მზეს. ჩვენი დამზადებული ავეჯი ამშვენებს როგორც ინტერიერს, დახურულ შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხარისხს. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა სასაწყობო მარაგებისა და ე.წ. „შოურუმის" არ არსებობის გამო სეზონურ პერიოდში მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. იმედი გვაქს, უკვე მიღებული გამოცდილება მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო კარგად დავინახოთ კომპანიის პოტენციალი, რათა მოვახდინოთ ბაზრის სრული ათვისება, შემგომ კი ექსპორტზე აქცენტირება",- განაცხადა ნიკოლოზ ნადირაძემ, CosyCorner-ის წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment - PPE) წარმოებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები