0 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ნიკა კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიგო

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, აჭარაბეთის საპატიო ელჩმა, ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კენჭაძე ჯერ კიდევ კვირას ნახევარფინალში გავიდა, როდესაც რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლუ 5:2 და ბერძენი გეორგიოს კუგიუმციდისი 9:5 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მოჰამად ასგარ ნოხოდილარიმისთან მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებით 5:6 წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწია. მედლისთვის შეხვედრაში ნიკამ სომეხი არმან ავაგიანი იოლად, 10:0 დაამარცხა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

ჩემთვის პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე, შემდეგში აუცილებლად ოქროსთვის ვიბრძოლებ „- განაცხადა ნიკამ.

აღსანიშნავია, რომ ოსლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აჭარაბეთის 4 საპატიო ელჩი იღებდა მონაწილეობას და მათ საქართველოს ნაკრებს  ორი მედალი შემატეს - ნიკა კენჭაძემ ბრინჯაო,ხოლო  გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი 

სპორტსმენების მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი 

პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ

ტურნირებში.

‘’აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი,სადაც 

გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები