0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ელპლუსი“ საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა" ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება.

სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი" ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების, და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

„საქართველოს ბანკისა და „ელპლუსის" პარტნიორობა 5 წელზე მეტია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია მუდმივად ავითარებს საქმიანობას და დღესდღეობით, უსაფრთხოების მიმართულებით, ქვეყანაში ლიდერია. ამასთან, „ელპლუსი" საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტის მონაწილეცაა. პროექტის ფარგლებში, „ელპლუსი" კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით ბიზნესის განვითარების გეგმებს ამუშავებს, როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ-ინტელექტულური კუთხით მხარდაჭერას, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, „ელპლუსს" ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია, რომ სწორედ „ელპლუს"-ში შეიქმნა საქართველოში წარმოებული პირველი სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები