0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას კვლავ განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, „Chevening“-ის 2022-2023 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად დაუფინანსებს. 

 

აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 17-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით.

 

2022-2023 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2021 წლის 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.chevening.org/scholarship/georgia/

„“Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სწავლის გაგრძელება გაერთიანებულ სამეფოში სურთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 20-მდე ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებებში. “Chevening”-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის მიიღონ უნიკალური გამოცდილებები და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „Chevening“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. „Chevening“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka

კომენტარები

მსგავსი სიახლეები