1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება

თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც  ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განაცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა.

ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.

„ბოლოს მიუსაფარი ძაღლების აღირცხვა 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც თბილისში 45 ათასი ძაღლი აღირიცხა“, - აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები