0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად! – ოქრიაშვილი

„თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად!”  – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

“„უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ“!

გოლდა მეირი ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო, 1969-1974 წლებში. ეს მისი, ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის წინ ნათქვამი სიტყვებია ისრაელზე, როცა ებრაელები თავიანთ ქვეყანას ნულიდან აშენებდნენ და რა აქტუალურია ეს სიტყვები ქართველებისთვის დღეს! აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება:

„თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების პერიოდში დატოვებენ, თუ გსურთ შექმნათ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიშის გრძნობა არ გექნებათ, მაშინ მხოლოდ ორი ნაბიჯი გადადგით :

1) კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე, თაობამდე.

2) სამი პროფესიის ადამიანები: სამხედროები, (მათ შორის პოლიციელები) მასწავლებლები და ექიმები, გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენლებად.

და რაც მთავარია, იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ, რადგან არავინ გიშველით, არავინ დაგიცავთ თქვენს გარდა. თქვენ, მხოლოდ თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები, ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მაშინ მიაღწევთ მიზანს ! ”

ხომ გასაგებია, რატომ შეძლეს ებრაელებმა უდაბნოში უძლიერესი ქვეყნის აშენება და ჩვენ იგივეს სამოთხეშიც ვერ ვახერხებთ?!

ვინ არის საქართველოში კორუმპირებული, ე.ი. მოღალატე, ადვილი გამოსაცნობია – „ქართული ოცნება“, ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალით, ბიძინა ივანიშვილით სათავეში.

გვინდა ისეთივე აყვავებული საქართველო, როგორიც ისრაელია, გვინდა ისეთი საქართველო, როგორი ისრაელიც გოლდა მეირს სურდა – მაშინ უნდა დავუჯეროთ მას, უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ!”, – აცხადებს ოქრიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები