0 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა - ამერიკის დაზვერვა

„რუსეთმა პოლიტიკური პარტიები 20-ზე მეტ ქვეყანაში დააფინანსა“, – ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკვირვების შედეგად გამოაშკარავდა, რომ რუსეთმა უცხო ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, 2014 წლიდან, მინიმუმ 300 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

შეერთებული შტატების დაზვერვის ახალი მიმოხილვის თანახმად, რუსეთმა საიდუმლო გადარიცხვები 20-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და მისი მიზანი, უცხო ქვეყნებში, პოლიტიკური მოვლენების მოსკოვისთვის სასურველი სცენარით განვითარება იყო.

ამერიკული დაზვერვის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კრემლი დემოკრატიული სისტემების შესუსტებისა და სასურველი პარტიების მხარდაჭერისთვის ასობით მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები