0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გოგონა ცუდად გახდა და ბიჭმა სასწრაფოში დარეკა, შემდეგ კი გონება დაკარგა - თბილისში, ახალდაქორწილებული წყვილი გაზით გაიგუდა

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.  25 წლის ია გვიჭიანი და ბესო ბარათელი ერთი თვის დაოჯახებულები იყვენენ. წყვილი დასავლეთიდან იყო, საცხოვრებლად დედაქალაქში  გადმოვიდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. 

როგორც itv.ge-სთვის ხდება ცნობილი, გოგონამ თავი შეუძლოდ იგრძნო და ბიჭმა სასწრაფოში დარეკვა მოასწრო, შემდეგ კი კარის გასაღებად მივიდა, რა დროსაც გონება დაკარგა. 
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პროზექტურაში გადმოასვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები