0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამია : " უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ხალხია სომხები. უამრავი რამ არის, რისიც უნდა თეთრი შურით გვშურდეს"

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამკვირიანი შუალედით განცხადებები გაავრცელა და ისინი სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო და საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა. სწორედ ამას ეხმაურება თავის სტატუსში ნიკა გვარამია და წერს :

" უდიდესი და უმდიდრესი კულტურის ხალხია სომხები. უამრავი რამ არის, რისიც უნდა თეთრი შურით გვშურდეს, მაგალითად, მათი შრომისმოყვარეობის და ბიზნეს ალღოსი.

მაგრამ, გინდა 1918 წელი ავიღოთ, გინდა სსრკ-ს დაშლა, სომხეთი ყოველთვის ჩაბმული იყო საქართველოზე, რომელიც სულ მოვლენების ლიდერი ლოკომოტივი იყო. თანამედროვე ისტორიაში პირველად, სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი. ასევე, პირველად ისტორიაში - ბევრად უკეთ ცნობილი და სიმპათიური საერთაშორისო წრეებისთვის.

იმ კატასტროფიულ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, სომხეთი ძალიან მალე გახდება რეგიონალური ლიდერი და იმ ერთადერთ სტატუსსაც დავკარგავთ, რომლითაც სულ თავი მოგვქონდა მინიმუმ ბოლო 2 საუკუნეა."


აღსანიშნავია , რომ სომხეთის შემთხვევაში განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები ეთანხმება ეუთოს წინასწარ დასკვნას, რომ სომხეთში საარჩევნო პროცესი სარგებლობდა ხალხის ფართო ნდობით და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით. 

საქართველოს შესახებ კი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლი აცხადებდა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები