რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
|
ირმა ინაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 54 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით თბილისიდან ვლადიმერ პუტინს გაეგზავნა:
ვფიქრობ, გასული ორი კვირა ძალზედ დამაფიქრებელია: ჯერ გერმანიის კანცლერი, შემდეგ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი ესტუმრნენ მოსკოვს. უნგრეთის პრემიერმინისტრიც მოსკოვში გახლდათ. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ვიდეოსაუბარი შედგა, შემდეგ კი, აშშ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა რუს ხალხს და რამდენიმე საგანგებო განცხადებაც გააკეთა. აღარაფერს ვამბობ ნატოს მოქმედი და ყოფილი გენერალური მდივნების საჯარო მიმართვებზე და სხვადასხვა პოლიტიკოსებისა თუ სამხედროების განცხადებებზე.
დამაფიქრებელია ასევე, რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების განცხადებებიც: რუსეთს კონკრეტული მოთხოვნები აქვს და, ჩემი აზრით, უკან ვეღარ დაიხევს. როგორც ჩანს, არც დასავლეთი აპირებს რაიმეს დათმობას: გერმანიამ აღიარა, რომ უსაფრთხოების არსებული სისტემა ქმედითი არაა, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა „რბილად“ ისაუბრეს უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტზე და მეტი არც არაფერი!
პირადად ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც ცხადია, რომ მსოფლიო დიდი კონფლიქტის ზღვარზეა და აქ საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე ან აზიასა თუ აფრიკაზე, აქ საუბარია ახალ წესრიგსა და წესებზე!
ჩვენი გუნდისთვის ასევე ცხადია, რომ საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ, მოვლენათა ქარცეცხლში აღმოჩნდება და ვფიქრობ ნათელია, რომ ძალზედ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ ქარცეცხლში უეჭველად გადავრჩეთ! უპირველეს ყოვლისა, „ქართულ ოცნებას“ ვურჩევ ყველა სიტყვა აწონ-დაწონოს, რამეთუ არსებულ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებები ნატოს მხარდასაჭერად უბრალოდ უადგილოა.
ალბათ პირველად ცხოვრებაში საჯაროდ მივმართავ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიებს, ორგანიზაციებსა და, რაც მთავარია, მედიას: მოგიწოდებთ მაქსიმალური კორექტულობისკენ, რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას! სამწუხაროდ, ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაპირისპირებამ ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა და ეს დაპირისპირება დამღუპველია საქართველოსთვის. ახლა დაპირისპირებაზე კი არა,- ნორმალიზებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დიპლომატია და ბრძნული სიტყვაა საჭირო, თუ გვინდა გადავრჩეთ!
გრძნობს რა პასუხისმგებლობას, ჩვენი გუნდი დღეს, ისევე როგორც შარშან, კვლავ საჯაროდ მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ვიმოძრაოთ საერთო ენის გამონახვისა და ურთიერთობის დათბობისკენ და არა დამღუპველი დაპირისპირებისკენ.
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...
გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...
ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...
არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...
შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები