1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„შლოპანცი“ ბარბარიზმია და მისი ქართული შესატყვისია „შლაპუნა“ – ენათმეცნიერების ინსტიტუტი

„გავაცოცხლოთ ქართული სიტყვები!“ – ამ სახელწოდებით ენათმეცნიერების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „შლოპანცი“ ბარბარიზმია და მისი ქართული შესატყვისია „შლაპუნა.“

„ღია ფეხსაცმლის ერთ-ერთ სახეობას ეძახიან „შლოპანცს“. ეს სიტყვა ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული და არცერთ ქართულ ლექსიკონში არ დასტურდება.

ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა „შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნა“ შემოგვთავაზა.

ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: „შლაპუნა (შლაპუნასი) – რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).“

სიტყვა „შლაპუნი“ კი ასე განიმარტება: „შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, _ თქვა ცეცომ…, _ მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა… ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.).“,- ვკითხულობთ ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:26

    აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი! - გიორგი გახელ...

    აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი! - წერს გიორგი გახელაძის მეუღლე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ოჯახი 57 წლის პროფესორ გიროგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. ის სახლიდან გავიდა და მას შემდე...

  • 18:28

    ,,Ჩემი ანდრიას და ნიკოლოზის მეგობარი მოგვიკლეს ქუ...

    Უმძიმესი დღე დაგვიდგააა. Უმძიმესი კვირა გავიარეთ. Ჩემი ანდრიას და ნიკოლოზის მეგობარი  მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმაა.ცემით მოკლეს!!!    ჩვენ უბნის მაყურᲔბლები ვართო უთხრეს ნაძირლებმა. &nb...

  • 16:06

    8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაცია - სეს-მ...

    სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში "გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.&nbs...

  • 09:43

    "ვინმეს მაინც კიდევ სჯერა ჩვენი მმართველი პარტიის ...

    "უცხოური ხალხის მიერ აღზრდილი ელიტა." "აგენტების მიერ დანიშნული ხელისუფლება" "გლობალური ომის პარტია" ნატოს და უკრაინის დაუფარავი კრიტიკა, "ღამურები"... მგონი კითხვები აღარ უნდა დაგვრჩეს რა კურსი უჭირ...

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...